17 მაისს, გვიან ღამით, ავარიის შედეგად, მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლი, სამების საკათედრო ტაძრის მსახური, მამა ბასილი აღმოჩნდა. ამის შესახებ „ვექტორს” მრევლმა განუცხადა და აღნიშნა, რომ მოძღვარს გულის პრობლემა აწუხებდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოძღვარი მანქანაში მარტო იმყოფებოდა. ავარიის მიზეზი ჯერჯერობობით უცნობია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მაშინვე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
წყარო: ვექტორი