თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური და ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბახტურიძე პოსტებს ტოვებენ. ამის შესახებ მათ განცხადება თსუ-ს პირველ კორპუსში გააკეთეს.
საბაურის და ბახტურიძის განცხადებით, დანაპირები შეასრულეს და რექტორის გადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვეს.
საბაური და ბახტურიძე აცხადებენ, რომ რადიკალურ გზებს მიმართავენ, მათი თქმით, განათლების მინისტრი 115-ე აუდიტორიის წევრებს ხვდება.
საბაურისა და ბახტურიძის განცხადებით, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისთვისა და ოდეერების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ, რომ უფრო საშიშები იქნებიან.