ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საბავშვო ბაღებიდან კიდევ 4 ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

 

ბაღების კიდევ 4 ხელმძღვანელი გუშინ, დღის ბოლოს გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მათგანი გიორგი უდესიანის და – ელზა უდესიანია.

უდესიანების ოჯახი ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობს და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას არა ერთ კანონდარღვევაში ადანაშაულებს, რის გამოაშკარავებასაც უახლოეს პერიოდში აპირებს.

საბავშვო ბაღის გათავისუფლებული დირექტორების  მტკიცებით, ბრალდება თითქოს მათი სამსახურიდან დათხოვნა პროცედურული დარღვევების გამო მოხდა, აბსურდულია.

საბავშვო ბაღის გათავისუფლებული დირექტორები მერიის მხრიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და სასამართლოში საჩივრის შეტანისთვის ემზადებიან.

 

იტვირთბა....