ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანის მე-8 დაწესებულებაში 42 უვადოპატიმრობამისჯილი შიმშილობს

გლდანის მე-8 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, 2012 წლის დეკებრის ბოლოს, პარლამენტის მიერ მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონში არსებული ხარვეზის გასწორებას მოითხოვენ. სწორედ ამ მოთხოვნით 42-მა მათგანმა დღეს დილით შიმშილობა დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „მეტრონომს“ სასჯელაღსრულების სამინისტროში დაუდასტურეს.

„დღეს დილით მეექვსე დაწესებულებაში შიმშილობს 42 უვადო პატიმარი. ითხოვენ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიაში ხარვეზების ჩასწორებას,“ – განუცხადეს „მეტრონომს“ სამინისტროში.

ინფორმაცია პატიმრობის შიმშილობის შესახებ ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი გელაძის წყალობით გახდა ცნობილი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ დაუკავშირდა და აღნიშნულის შესახებ აცნობა. გელაძის ინფორმაციით, მათ არა ერთი შეხვედრა ჰქონდათ დეპუტატებთან, რომლებიც საკითხზე მუშაობას დაპირდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, მათი თქმით, ”ამნისტიის შესახებ” კანონით უვადო მსჯავრდებულები ამ დრომდე ვერ სარგებლობენ.

იტვირთბა....