სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, სიმართლის დადგენა შეუძლებელია. ეს განცხადება კაბელების საქმეზე იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ შუალედურ განაჩენის შეფასება არ შეიძლება.
„როგორც ყველა პირველი ინსტანციის განაჩენი ესეც არის დროებითი დოკუმენტი. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში მანამ, სანამ უმაღლეს მოსამართლეს არ უთქვამს, სად არის სიმართლე, ვინ არის მართალი პროკურატურა, თუ დაცვის მხარე, ჩვენ ყველას გვევალება, რომ დაველოდოთ პროცესის დასასრულს, რომელიც დღეს უბრალოდ დასრულებული არ არის. შუალედური დოკუმენტი, რომელიც არ არის ჯერ კანონიერ ძალაში შესული და ამიტომ, ალბათ, მხარეები კიდევ იპაექრებენ და საბოლოო სიმართლე მანამ, სანამ განაჩენი არ იქნება საბოლოო აპელაციის თუ კასაციის, ვერავინ ვერ იტყვით, თუ სად არის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარ რეალობა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ტავდაცვის სამინისტროს თანამშომლებს შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ კაბელების საქმეში ბრალდებულ პირებს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა ედებათ ბრალად.