ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამებაში ხანძრის გამო მთავრობამ საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო

სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის, საპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოეყო, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის განკარგულებაზე ხელს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

„სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი”, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.

შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც 1200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

იტვირთბა....