ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიდევ ერთი ავარია მტკვართან: ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ მოაჯირი გაანგრია

 

თბილისში კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამჯერად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე NISSAN-ის მარკის ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი სანაპიროს მოაჯირი გაანგრია, თუმცა მტკვარში გადავარდნას გადაურჩა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე კი გამოძიება დაწყებულია.

რაც შეეხება ავტომობილს, რომელიც ორი დღის წინ მტკვარში გადავარდა, როგორც შსს-ში „მეტრონომს“ განუცხადეს, მას ამ დრომდე ეძებენ.

 

იტვირთბა....