“ვფიქრობ, იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი, ბოლოს და ბოლოს უკვე დეტალებზე გესაუბროთ რა სირთულეებია თვითონ კანონში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
„აბსოლუტურად პოლიტიკურად გაუმართლებელია ასე სწრაფად ამ პროცესის წარმართვა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ჩართვის გარეშე, როგორიც არის ვენეციის კომისია და როგორიც არის თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც ალბათ ჭკუა უნდა ვკითხოთ, როდესაც მის, ასე ვთქვათ, კონსტიტუციურ სტატუსზე ვლაპარაკობთ. სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ კანონპროექტი აქამდე არ მიმიღია. მე ვფიქრობ, რომ იქნებ ქუთაისში მივაკითხო კიდევაც პარლამენტს და ჩემით წამოვიღო ეს კანონი, ბოლოსდაბოლოს უკვე დეტალებზე გესაუბროთ რა სირთულეელბია თვითონ კანონში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.