ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჟურნალისტების ნაწილს გაგდებით ემუქრება

„ვიღაცებს შესაძლოა მოემატოს ხელფასი, ვიღაცები შესაძლოა დაემშვიდობონ სამსახურს,“- ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არხის თანამშრომელთა მოთხოვნების შესახებ მას ინფორმაცის ჰქონდა. ის არ გამორიცხავს, რომ არხზე რეორგანიზაციის გათვალისწინებით, მაუწყებლის თანამშრომლებს ხელფასები მოემატოთ და ასევე, შესაძლებელია ისინი გაათავისუფლონ კიდეც.

„ჩვენ რეორგანიზაციის პროცესში ვართ და უნდა გადაიხედოს ყველაფერი, მათ შორის თანამშრომელთა რაოდენობა. ვიღაცეებს შესაძლოა მოემატოს ხელფასი, ვიღაცეები შესაძლოა დაემშვიდობონ სამსახურს,“ – აღნიშნა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილმა ბრიფინგი გამართა. ისინი ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ადმინისტრაციას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 21-დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან.

იტვირთბა....