საუდის არაბეთში მანქანის მართვა ქალებისათვის კვლავ აკრძალული დარჩება რადგან, „ეს ქალებისათვის საშიშია და მანქანის მართვამ ქალები შესაძლოა, ეშმაკებად გადააქციოს“. განცხადება საუდის არაბეთის მთავარი სასულიერო პირის, აბდულ აზიზ ბინ-აბდულა ალ-შეიხს ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთ რელიგიურ ტელეარხზე გამოსვლისას გააკეთა.
დიდი მუფტის განცხადებით, თუკი ქალებს მანქანის ტარების უფლება მიეცემათ, ხშირად ოჯახის წევრებს არ ეცოდინებათ, სად იმყოფებიან ისინი.
საუდის არაბეთში მართვის მოწმობას ქალებზე არ გასცემენ.
ქალთა უფლებები საუდის არაბეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ქალებმა შარშან მოიპოვეს.
საუდის არაბეთის დიდი მუფტი განსაკუთრებული რადიკალიზმით გამოირჩევა.

