თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, გლდანის, მთაწმინდის, ისნის, დიდგორის, საბურთალოს, ნაძალადევის, ჩუღურეთის, ვაკის და დიდუბის რაიონებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის II შესახვევის და მუხაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტროენერგია არ ექნება სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობას. ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე – გლდანის VII მიკრორაიონის და სოფელ გლდანის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს და მესხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, წინანდლის, ვაჟა ივერიელის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, წერნაკის და ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას.
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის, კიკეთის (ნაწილობრივ) და დიდების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, დენი არ ექნება დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და იბერის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე – ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ალილუევის, ურიდიას, დადიანის, სურგულაძის, მანჯგალაძის და კონსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ჩერნიშევსკის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, მარჯანიშვილის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის მცხოვრებლებს. ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე – დიღმის მასივის IV კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.