ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვით იმუქრება

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამის შესახებ თანამშრომლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ჟურნალისტ ლაშა მესხის თქმით, პროტესტს ჟუტნალისტების ნაწილი, ოპერატორები და ტექნიკური პერსონალი უერთდება.”მოამბის” თანამშრომელთას ნაწილი მიმართავს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მედიატორის სტატუსით ჩაერთოს პროცესში.

საერთო ჯამში 83 თანამშრომელია, რომლებიც ადმინისტრაციას 21 დღიან ვადას აძლევენ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მათ მოთხოვნებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

იტვირთბა....