ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

ლგბტ აქტივისტების პერფორმანსი შსს-სთან (ვიდეო)

ლგბტ აქტივისტების ნაწილმა შინაგან სააქმეთა  სამინისტროს შენობასთან პერფორმანსი გამართა.

თემის წევრებისა და მხარდამჭერების განცხადებით, ისინი იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ გამოსულიყვნენ საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე, რადგან სახელმწიფოსგან ვერ მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები.

“მეტონომთან” საუბარში ლგბტ აქტივისტი თინა ბილიხოძე ამბობს, რომ მათ ქართულმა სახელმწიფომ შეკრების შესაძლებლობა არ მისცათ.

“მანამ ჩვენს მეგობრებს დაიჭერდნენ დღეს გამთენიისას, მანამდე გვქონდა გადაწყვეტილი ამ პერფომანსის გამართვა, რადგან ჩვენ თავისუფალმა აქტივისტებმა თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა რაიმე საინტერესო პერფომანსი. ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთავის გვეცნობებინა ამის შესახებ, თუმცა მათი მხრიდან იყო დაშინებები, ვიღაცეების პირით თქმა, რომ თუ გამოვიდოდით მოგკლავენ და ა.შ.”

მისი თქმით, მათ ოფიციალურად მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიას, თუმცა ქალაქში არ აღმოჩნდა ადგილი, სადაც აქციის ჩატარებას შეძლებდნენ.

“აღმოჩნდა, რომ გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ შეგვიზღუდა. აქედან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგება სახელმწიფოებრიობა, რადგან სახელმწიფომ  ვერ უზრუნველყო ადამიანთა უფლებების დაცვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავასაფლავოთ ადამიანის უფლებები, სეკულარიზმი. ამ პერფომანსით გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი. ჩვენთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის სახელმწიფოებრიობა აღარ არსებობს.”-აცხადებს თინა ბილიხოძე.

 

 

 

იტვირთბა....