თბილისში, ვარდების მოედნიდან, აწყურის ღვთისმშობლის ხატით სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დასრულდა. სამების ტაძართან მომლოცველებს უწმინდესი და უნეტარესი შეეგება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი კვლავ სამების ტაძარში დააბრძანეს.სრულიად საქარტველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეკრებილები დალოცა და აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შემობრძანება მიულოცა მრევლს.
“ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ეკლესია და აგვაშენებინოს აწყურის ტაძარი.” – განაცხადა პატრიარქმა.
მსვლელობაში სასულიერო პირები, მრევლი და ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები მონაწილეობდნენ.
2030.news