ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთის პრემიერ ალექსის ციპრასს შეხვდა.შეხვედრაზე კვირიკაშვილმა ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობას მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

პრემიერებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგისა და ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.

ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია.

თესალონიკში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.

 

იტვირთბა....