„X ფაქტორის“ კონკურსანტი ცირა კობიაშვილი პროექტში განვითარებულ ვნებათა-ღელვას ეხმაურება:
„დიდი მადლობა ქართველ მსმენელს და მაყურებელს იმ ათასობით მხარდამჭრი მესიჯისთვის და გზავნილისთვის რომელსც ჩემი სცენაზე და გამოჩენისთანავე ვიღებ.
ასევე დარბაზს, რომლის ენეგიის გარეშე არაფერს აზრი არ ექნებოდა. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კრიტიკას არ იღებს, ან თავი შემდგარი მიმღერალი ჰგონია, უბრალოდ ჩემი ცხოვრების ვერც ერთ მომენტში ვერ შევხვდები მშვიდად შეურაცხყოფას, ღირსების შელახვას. ვერ ვმართავ ისე ემოციას, როგორც ზრდასრული ადამიანი. ჯერ არ ვიცი როგორ უნდა თამაში, როცა უსამართლოდ გლანძღავენ. ამიტომ დამეწერა სახეზე გულწრფელი ტკივილი. ჩემს ოპონენტს კი ზიზღი, რასაც სიმღერის დროსაც ვამჩნევდი. ამ კონკურსში ყველანი მეგობრები ვართ, ვაღიარებთ ერთმანეთის ძლიერებას, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, რადგან ვიცით ამ პროექტის შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ამ პატარა ქვეყანაში. სოფო ნიჟარაძის გუშინდელი საქციელი იყო მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ქალი, მუსიკოსი,ცნობილი სახე!!!!!!! ასევე ვუთანაგრძნობ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემი, შეურაცყოფით გაბედნიერდა. ძვირფასო მსმენელო და მაყურებელო გაასმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ და იმედს არ გაგიცრუებთ, კვლავ ღირსეულად შეგხვდებით მათ ვინც ისევ მელოდებით სცენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის და სიბოროტისთვისაც.პირადად მივმართავ გიორგი გაბუნიას,Giorgi Gabunia მე შენში დავინახე ადამიანი და იმიტომ არ გცემ პატივს რომ ახლა მჭირდები……შენ უდიდესი გავლენა მოახდინე ჩემზე, როგორც ადამიანზე!!. იქს ფაქტორით დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ხომ ამით არ მთავრდება. მთებს გადამადგმევინებს შენი ერთგულება და ნდობა.“- წერს ცირა სოციალურ ქსელში.
ცირა კობიაშვილი გიორგი გაბუნიას მენტორობის ქვეშაა. კონკურსანტი ჟიურის წევრმა სოფო ნიჟარაძემ კრიტიკულად შეაფასა, თუმცა გაბუნიამ კობიაშვილი გუნდში დაიტოვა.