რუსული მედიის ცნობით, 26 ნოემბერს რუსეთის სამხედრო სასამართლომ საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი იური გრეხოვი, კორუფციის ეჭვის საფუძველზე დააკავა.
სასამართლო საქმეების ონლაინბაზის თანახმად, გრეხოვს სამხედრო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
რუსული გამოცემები კომერსანტი (Ъ) და RBC გრეხოვის მიმართ კორუფციის ბრალდების შესახებ იტყობინებიან, თუმცა ოფიციალურ ჩანაწერებში მისთვის წარდგენილი ბრალდება არ არის მითითებული. RBC-ის ცნობით, საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე ბრალს არ აღიარებს.
64 წლის გენერალ-პოლკოვნიკი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ძალების ყოფილი სარდალია.
რუსეთის რამდენიმე გავლენიანმა სამხედრო ბლოგერმა დაკავება საჰაერო თავდაცვის ჩავარდნებს დაუკავშირა, მათ შორის, უკრაინის მიერ ყირიმის ხიდის რამდენჯერმე დაბომბვას.
ერთ-ერთმა ბლოგმა, Fighterbomber-მა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის კიდევ ერთი მოადგილე ოფიციალური საყვედურის მისაღებად დაიბარეს.

