ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინას ვეხმარებით ჩვენი ინტერესების დასაცავად – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე და საკუთარი ინტერესების დასაცავად ეხმარებიან. მაკრონის თქმით, ისინი გულუბრყვილოდ არ მოქმედებენ და მათი ქმედებები საფრანგეთის ეროვნული ინტერესების დაცვას და კონტინენტის უსაფრთხოებას ემსახურება.

“ჩვენ ვეხმარებით უკრაინას პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე. ასევე, იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია. ეს საფრანგეთის ინტერესებშია. ევროპა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში, რადგან ევროპელები ხვდებიან, რომ ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, შემიძლია ვთქვა: ის, რაც უკრაინაში ხდება, პირდაპირ გავლენას ახდენს ფრანგი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, როგორც დღეს, ასევე მომავალში. არანაირი გულუბრყვილობა, არანაირი უპასუხისმგებლობა”, – განაცხადა მაკრონმა.

იტვირთბა....