აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მიერ ლიბიის წყლებში რუსულ გემებზე თავდასხმა არასწორი იყო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტონიო ტაიანის განცხადებით, უკრაინის მიერ ლიბიის წყლებში რუსულ გემებზე თავდასხმა არასწორი იყო. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა უკრაინა გააფრთხილა, არ გაავრცელოს ომი ახალ ტერიტორიებზე.

„ლიბიის სუვერენიტეტის დარღვევა შეცდომა იყო. იტალიას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა კიევის განზრახვასთან დაკავშირებით, იერიში მიეტანა ლიბიის ტერიტორიულ წყლებში, პორტის შიგნითაც კი“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ტაიანიმ მედიასთან აღნიშნა, მას ჰქონდა კომუნიკაცია მის უკრაინელ კოლეგასთან ანდრეი სიბიგასთან, რათა გამოეხატა შეშფოთება და ხაზი გაესვა იტალიის ერთგულებისთვის ლიბიის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ცნობისთვის, დღეს განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ლიბიის წყლებში ბენღაზის მახლობლად რუსულ სამხედრო და სატვირთო გემებზე განხორციელებული თავდასხმა თავდაცვის ლეგიტიმური აქტია.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსულ სამხედრო და სატვირთო გემებს სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ და წარმოადგენდნენ ვალიდურ სამიზნეს უკრაინისთვის, უკრაინის თავდაცვის უფლება კი გამყარებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლში.

„უკრაინა არავის არ ითრევს ომში და არც არსად გადააქვს ომი. უკრაინა პატივს სცემს ლიბიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინის ქმედებები მიზნად ისახავს რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმასთან დაპირისპირებას და მიზნად არ ისახავს ლიბიის ან მისი ხალხის დაზარალებას“.-განაცხადა სიბიგამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათ-კვირას, უკრაინის მიერ ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტთან რუსულ გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან ორი ლიბიელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

იტვირთბა....