„ბევრი ცუდი რამ, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ამ სიბინძურის მთლიანი თანამონაწილე იყო ირაკლი ოქრუაშვილი და ყველა ის სიმახინჯე, რაც მიშამ დაიწყო, პირველი ნაბიჯები სწორედ ირაკლის მხრიდან გვახსოვს“,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიში განაცხადა.
„მისმა პოლიტიკურმა ბიოგრაფიამ და პიროვნულმა ტრაგედიამ ჩვენს თვალწინ გაიარა. ჯერ მაჩოს როლში მოგვევლინა და შემდგომ საპირისპირო როლი მოირგო, ახლა ისევ მაჩოს თამაშობს. მას არასერიოზულად ვუყურებ. ბევრი ცუდი რამ, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ამ სიბინძურის მთლიანი თანამონაწილე იყო ირაკლი ოქრუაშვილი და ყველა ის სიმახინჯე, რაც მიშამ დაიწყო, პირველი ნაბიჯები სწორედ ირაკლის მხრიდან გვახსოვს, საროსკიპოების დარბევიდან დაწყებული, ომის რიტორიკით გაგრძელებული და ასევე, კამერების წინ ბოდიშებით დამთავრებული. მის პოლიტიკურ პერსპექტივას სერიოზულად არ ვუყურებ“ – აცხადებს ხუხაშვილი.