აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა – 2 ადამიანი დაიღუპა, 44 კი დაშავდა, მათ შორის, ბავშვებიც

23 ნოემბერს რუსეთმა ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა და საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 44 დაშავდა. დაშავებულებს შორისაა ერთი წლის ასაკს მიუღწეველი ჩვილი, ასევე სამი ბავშვი  – 4, 6 და 16 წლის. 

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხაილო სემიკინმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქის კოსმიჩნის რაიონში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ გაანადგურეს.

სემიკინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად განადგურდა ერთი საცხოვრებელი სახლი, ასევე დაზიანდა სხვა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, სატრანსპორტო საშუალებები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი.

მაშველები განადგურებული შენობის ნანგრევებში ადამიანების ძებნას განაგრძობენ.

იტვირთბა....