ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მარეკ იუხტეგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს , – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ესტონელმა დიპლომატმა უწყების შენობა ნახევარი საათის შემდეგ დატოვა. მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ლი დეკემბრიდან რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები დახუროს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან “ესტონეთისა და ევროპის წინააღმდეგ მიმართული მუდმივი მტრული ქმედებების საპასუხოდ” მიიღეს.

