ახალი ამბები მთავარი

ჯოან როულინგი ნინა სუბლატით მოიხიბლა

ევროვიზიის კონკურს  ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგიც გულშემატკივრობდა.  მისი ფავორიტი როგორც აღმოჩნდა სწორედ უკრაინელი კონკურსანტი იყო. შექება ბესტსელერი ავტორისგან საქართველომაც დაიმსახურა, მას შემდეგ რაც ნინა სუბლატმა თბილისიდან ჩართვისას ქართული ხმის მიცემის შედეგები გამოაცხადა – საქართველომ უკრაინას 12 ქულა დაუწერა. ამ ინფორმაციის შემდეგ როულინგის ტვიტერზე შემდეგი ტვიტი გაჩნდა: “მომეწონა საქართველოს დამოკიდებულება. 12 ქულა უკრაინას, არც ერთი რუსეთს და თანაც, ამის გამოსაცხადებლად მათ ვამპირი გამოგზავნეს” – წერს მწერალი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზია 2016-ის გამარჯვებული გახდა უკრაინელი ჯამალია. ქართველმა კონკურსანტებმა Nika Kocharov & Young Georgian Lolitaz მე-20 ადგილი აიღეს.

 

იტვირთბა....