აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ კრემლთან კომუნიკაციის არხი ღიაა, თუმცა რუსეთი ჯერჯერობით სერიოზული დიალოგისთვის მზადყოფნის ნიშნებს არ ავლენს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ კრემლთან კომუნიკაციის არხი ღიაა, თუმცა რუსეთი ჯერჯერობით სერიოზული დიალოგისთვის მზადყოფნის ნიშნებს არ ავლენს.

კოშტას თქმით, დაესწრება თუ არა დიალოგს ევროპის წარმომადგენელი, „მოლაპარაკებების ხასიათზე იქნება დამოკიდებული“.

„გარკვეული მოლაპარაკებების ფარგლებში შესაძლოა, სპეციალური წარმომადგენელიც ჩავრთოთ, ასევე გამოვიყენოთ დიპლომატიური ან პოლიტიკური არხები“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

კოშტას განცხადებით, ევროკავშირი არ ცდილობს, ხელი შეუშალოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას და არც მასთან კონკურენციას აპირებს.

„რუსეთმა იცის, რომ როდესაც ნამდვილად მოისურვებს ცეცხლის შეწყვეტის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგეტიკული ობიექტების დაცვის გზების განხილვას, ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ მითხარით, გინახავთ რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთს ასეთი მოლაპარაკებების სერიოზულად წარმართვა სურს?“, – აღნიშნა კოშტამ.

იტვირთბა....