აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ერაყს სთხოვა, ირანთან საზღვარზე, ორი გამშვები პუნქტის გარდა, ყველა პუნქტი დახუროს. ამის შესახებ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფუად ჰუსეინმა განაცხადა.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ეს არის ვაშინგტონის პოლიტიკის ნაწილი, გაზარდოს თეირანზე ეკონომიკური ზეწოლა. გამონაკლისი ქურთისტანის რეგიონშია.
ჰუსეინმა აღნიშნა, რომ ყველა გამშვები პუნქტის დახურვა რთული იქნება და ერაყის ეკონომიკაზე აისახება.
„ირანთან საზღვარზე ბევრი ოფიციალური და არაოფიციალური გამშვები პუნქტია. ყველას დახურვა რთული იქნება და ჩვენს ეკონომიკაზე იმოქმედებს. ამერიკელები პუნქტების დახურვას კვლავ ითხოვენ და ამჟამად მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – განაცხადა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, გასულ თვეში ერაყმა ირანთან საზღვარზე გამშვები პუნქტი „შიბი“ დახურა. მიზეზად უსაფრთხოების გადახედვა და კონტრაბანდის შესაჩერებლად აპარატურის დაყენება დაასახელა.

