იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლოდროინდელ კიბერშეტევებს განიხილავენ, რომლებიც, სავარაუდოდ, პრორუსულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს.
ტაიანის თქმით, მისმა ფრანგმა კოლეგამ, ჟან-ნოელ ბარომ ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანის წინადადება მიიღო. „ამიტომ ხვალ და ზეგ მას განვიხილავთ“, – განმარტა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საუბარია ინციდენტზე, რომლის შესახებ 7 ნოემბერს გახდა ცნობილი. ტაიანიმ განაცხადა, რომ პრორუსმა ჰაკერებმა დარქნეტში მისი პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს.
„მე ვთქვი, რომ ჰაკერები პრორუსები არიან. არ მითქვამს, რომ პასუხისმგებლობა რუსეთის მთავრობას ეკისრება. რუსეთის მთავრობის მონაწილეობის მტკიცებულება რომ მქონოდა, ამას ვიტყოდი“, – განმარტა ტაიანიმ.

