აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

სამარის ნავთობსაცავში ხანძარი უკრაინული იერიშებიდან 6 დღის შემდეგ ჩააქრეს, თუმცა ნავთობის ტრანსპორტირება ამ დრომდე შეჩერებულია

სამარის ნავთობსაცავში ხანძარი უკრაინული იერიშებიდან 6 დღის შემდეგ ჩააქრეს, თუმცა ნავთობის ტრანსპორტირება ამ დრომდე შეჩერებულია.

ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობსაცავში ხანძარი უკრაინის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა 2 ნოემბერს გააჩინა. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად 10-მდე საწვავის ავზი განადგურდა.

1.6 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ტევადობის ობიექტზე ცეცხლმა მიმდებარე ინფრასტრუქტურაც დააზიანა. იერიშის გამო ნავთობის ტრანსპორტირება დროებით შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით საექსპორტო მილსადენით ტრანზიტი ნაწილობრივ აღდგა. ობიექტის სრული აღდგენის ვადები ამ ეტაპზე უცნობია.

იტვირთბა....