აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

პუტინმა იაპონურ თამბაქოს გიგანტ Japan Tobacco-ს რუსეთში 3.7 მილიარდი დოლარის აქტივები ჩამოართვა

პუტინმა იაპონურ თამბაქოს გიგანტ Japan Tobacco-ს რუსეთში 3.7 მილიარდი დოლარის აქტივები ჩამოართვა – ცნობილია, რომ შესაბამის განკარგულებაზე ხელის მოწერის შემდეგ აქტივები სახელმწიფოს დროებით მართვაში გადავიდა.

JTI, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდების მწარმოებელია, როგორებიცაა Winston, Camel, LD და Sobranie, რუსეთის თამბაქოს ბაზრის 40%-ს აკონტროლებდა და ადგილობრივ საწარმოებში 4 000-მდე ადამიანს ასაქმებდა.

ის იმ მცირერიცხოვან მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს შორის ირიცხებოდა, რომელთაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი არ დაუტოვებიათ. იაპონიის მთავრობამ, რომელიც თავად ფლობს JTI-ის მშობელი კომპანიის (Japan Tobacco Inc.) აქციების 37%-ზე მეტს, მკაცრი პროტესტი გამოუცხადა მოსკოვს და ბრძანებულების დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა.

იტვირთბა....