აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური მოვლენები.
“ხაზი გაუსვა რა იმას, რომ ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა უნდა დასრულდეს, ხოლო საკითხები დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მშვიდობის დამყარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად გააქტიურებული დიპლომატიური ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს. მან განაცხადა, რომ თურქეთი კვლავაც შეუწყობს ხელს ამ პროცესებს და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ურთიერთობების გააქტიურება როგორც უკრაინასთან ასევე რუსეთთან”, – აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

