აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

კრაკოვში მომხდარი სროლის შემდეგ თავდამსხმელის სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს

პოლონეთის პოლიციამ ქალაქ ოსტროვეც-სვიენტოკშიჟსკში, კრაკოვში თავდასხმაში ბრალდებული 24 წლის ახალგაზრდის საცხოვრებელ ბინაში, სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა. სამართალდამცველების ცნობით, გარდაცვლილები თავდამსხმელის მამა (53 წლის), დედა (52 წლის) და და (21 წლის) არიან.

ყველა მათგანს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. საგამოძიებო უწყების ვერსიით, თავდამსხმელმა ჯერ საკუთარი ოჯახის წევრები დახოცა, შემდეგ კი კრაკოვის ცენტრში, მთავარ მოედანზე ავტომობილით შეიჭრა და გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.

სროლის შედეგად ქუჩაში 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16-მდე პირი, მათ შორის პოლიციელები, მძიმედ დაიჭრა. 24 წლის თავდამსხმელი სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლისას დაჭრეს და ადგილზევე დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინიდან და ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღის არსენალი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

იტვირთბა....