აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ოფიციალური ვიზიტით ყარაბაღის რეგიონში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში, კერძოდ ყარაბაღის რეგიონში ჩავიდა. ერდოღანისა და თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის თვითმფრინავი ფიზულის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, სადაც მათ პირადად ილჰამ ალიევი და მეჰრიბან ალიევა დახვდნენ.

თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

ვიზიტი ანკარასა და ბაქოს შორის ბოლო პერიოდში, გარკვეული დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარებაზე ახალი შეზღუდვები დაწესდა, თურქეთის მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრის მხრიდან ამას კრიტიკა მოჰყვა.

გარდა ამისა, დაძაბულობის ფონზე, ილჰამ ალიევმა ოქტომბრის ბოლოს ანკარაში გამართულ თურქულენოვანი სახელმწიფოების სამიტზე ჩასვლაზე უარი თქვა და იქ საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზავნა.

იტვირთბა....