იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პრორუსი ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის ცნობით, პრორუსმა ჰაკერებმა მისი პერსონალური მონაცემები მოიპოვეს და ე.წ. დარქნეტში გაავრცელეს.
მისი თქმით, ჰაკერული თავდასხმა იტალიის მთავრობის მიერ უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდება.
„ჩემი პასუხი ძალიან მარტივია: ვერ დამაშინებენ. გავაგრძელებ მუშაობას ჩემი სამინისტროსა და იტალიის დასაცავად და ჩვენს მოკავშირეებთან კავშირებსა და თანამშრომლობას გავაძლიერებ, რათა ერთობლივად შევძლოთ თავის დაცვა. უკრაინის მიმართ ჩვენი პოზიცია ის პოლიტიკური მიზეზია, რის გამოც სამიზნე გავხდი: სუვერენული სახელმწიფოს თავისუფლების დაცვა, ქვეყნის დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა ამ კრიმინალებისთვის საშიშია“, – აცხადებს ტაიანი.
ტაიანის განცხადებით, ჰაკერები მზად არიან მისი და მისი ოჯახის წევრების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის თანხა გადაიხადონ.
Reuters-ის ინფორმაციით, ანტონიო ტაიანის ფოტო „რუსეთის ფედერაციის მიმართ მტრულად განწყობილი მოქალაქეების სიაშია“, რომელიც 18 პირისგან შედგება. ტაიანის გარდა სიაში კიბერუსაფრთხოების ექსპერტები შედიან.

