აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემა აღარ შეგვიძლია – ბორის პისტორიუსი

უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემა აღარ შეგვიძლია, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

ბორის პისტორიუსის ცნობით, მოკავშირეები უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემის საკითხს 17 ნოემბერს დაგეგმილ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი“) შეხვედრაზე განიხილავენ.

მისი თქმით, ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით ტვირთი სხვა სახელმწიფოებმა უნდა აიღონ.

„ყველაფრის ამჟამად შევსება არ შეგვიძლია, რასაც ახლა გავცემთ. ეს ჩვენს თავდაცვაში პრობლემას წარმოქმნის, რაზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ამჟამად, მეტის გაკეთება არ შეგვიძლია“, – განაცხადა პისტორიუსმა.

იტვირთბა....