ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მელანია ტრამპი „პრინცესა ოლგას ორდენით“ დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი „პრინცესა ოლგას ორდენით“ დააჯილდოვა, – ინფორმაცია უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პირველ ლედის „პრინცესა ოლგას პირველი ხარისხის ორდენს“ გადასცემს „უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის“.

„ასევე, აქტიური უფლებადაცვითი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი ბავშვების, რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან უკანონოდ დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული პირების გადარჩენას“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია განხორციელდა.

იტვირთბა....