აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ტეხასში დემოკრატი სენატორი და გუბერნატორი პირველად აირჩიეს

30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ტეხასში დემოკრატი სენატორი და გუბერნატორი პირველად აირჩიეს.

შუალედურ არჩევნებში ტეხასში სენატორად ჯეიმს ტალარიკო აირჩიეს. ტეხასში დემოკრატი სენატორი, ლოიდ ბენტსენი, უკანასკნელად 1988 წელს აირჩიეს. უკანასკნელი მოქმედი დემოკრატი სენატორი ტეხასიდან კი ბობ კრიუგერი იყო, რომელიც 1993 წელს დანიშნეს. კრიუგერი მაშინდელმა გუბერნატორმა ენ რიჩარდსმა ბენტსენის ადგილზე დანიშნა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინანსთა მინისტრი გახდა.

რაც შეეხება გუბერნატორის პოზიციას, ტეხასში ეს თანამდებობა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს 1995 წლის შემდეგ უწყვეტად ჰქონდათ დაკავებული. უკანასკნელი დემოკრატი გუბერნატორი, 1991-1995 წლებში, ენ რიჩარდსი იყო. ახლა ტეხასში გუბერნატორად დემოკრატი ჯინა ჰინოხოსა აირჩიეს.

იტვირთბა....