უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“რუსებმა ღამის განმავლობაში კომპლექსური, მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რომელიც ძირითადად ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიზნად ისახავდა. მთავარი სამიზნე ენერგეტიკა იყო, ენერგოგამომუშავების ობიექტები და ქვესადგურები: ოდესის, ჩერკასის, ჟიტომირის, ვინიცის, ხარკოვის, დნეპრის, ჩერნივცის, ჩერნიჰივისა და როვნეს ოლქებში.
ბევრ ქალაქსა და დასახლებაში ავარიული და არაგეგმური ელექტროენერგიის გათიშვები გრძელდება. ხარკოვში რუსებმა პირდაპირი დარტყმა მიაყენეს ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოს. დაშავდა 73 ადამიანი, ხოლო კარდიოლოგიური განყოფილება, სადაც მოქალაქეები მკურნალობდნენ, დაზიანდა.
სამაშველო ოპერაცია გუშინდელი დღიდან მიმდინარეობს კომიშუვახაშიც, ზაპოროჟიეს ოლქში. სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. რუსეთმა 29 ადამიანი მოკლა.
ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულია 5 ადამიანი. ნანგრევების ქვეშ კვლავ რჩებიან ადამიანები. სამაშველო სამუშაოები იმდენად გრძელდება, რამდენადაც უსაფრთხოების სიტუაცია იძლევა ამის საშუალებას. არსებობს რუსეთის მხრიდან განმეორებითი დარტყმების საფრთხე, როგორც ისინი ყოველთვის ასე ბოროტად აკეთებენ.
მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში რუსებმა გაუშვეს 289 დამრტყმელი დრონი, 17 ბალისტიკური რაკეტა და 59 ფრთოსანი რაკეტა. ახლაც კი, საჰაერო განგაში გრძელდება და არსებობს რუსული სარაკეტო და დრონების ახალი შეტევების საფრთხე.
ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის კონგრესის არჩევნების დღეს ხდება. რუსებს სჯერათ, რომ ამერიკა ამ სიგნალს ვერ შეამჩნევს. მაგრამ ასეთი ტერორი უნდა იქნეს შემჩნეული და შეჩერებული. უკრაინას უნდა დავეხმაროთ საკუთარი ცის დაცვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი სარაკეტო დარტყმებს არასდროს შეწყვეტს. უკრაინას უნდა დაეხმარონ თავისი ცის დაცვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი არასდროს შეწყვეტს სარაკეტო დარტყმებს. მადლობა ყველას, ვინც არ გაჩუმდება რუსეთის ამ თავდასხმებზე” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

