აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში განვითარებული მოვლენები განიხილოს

ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი გუშინ, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და გერმანიის ფედერალურ მთავრობას მოუწოდა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აღნიშნულ საკითხს შეეხოს.

„მე ველოდები, რომ ფედერალური მთავრობა ამ საკითხს დღეს ბერლინში, ზელენსკის ვიზიტის დროს განიხილავს“, – დაწერა ალის ვაიდელმა.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინს ეწვევა.

შეგახსენებთ, კიევთან, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლთან დაპირისპირება იყო, ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ სახლში ადამიანებს უკანონოდ აკავებდნენ და სცემდნენ.

პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, რომელმაც დაწერა, რომ „მომხდარი სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ძირს უთხრის უკრაინელთა ერთიანობას, განსაკუთრებით – რუსული საფრთხის ფონზე“.

იტვირთბა....