აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში განვითარებული მოვლენები მიუღებელია, ძირს უთხრის უკრაინელთა ერთიანობას, განსაკუთრებით – რუსული საფრთხის ფონზე – კირილო ბუდანოვი

პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ძირს უთხრის უკრაინელთა ერთიანობას, განსაკუთრებით — რუსული საფრთხის ფონზე, — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა.

უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, სამართალდამცავი და უფლებამოსილი ორგანოები მომხდარის სრული სურათის აღსადგენად ყველა დეტალს არკვევენ.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სექტორთან ერთად პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მუშაობენ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინელებს მოუწოდებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების მიხედვით მიიღონ.

ცნობისთვის, კიევთან, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლთან დაპირისპირება იყო, ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ სახლში ადამიანებს უკანონოდ აკავებდნენ და სცემდნენ.

იტვირთბა....