ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახის დასახლებაში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მიხაილ სემიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, 48 კი დაკარგულად ითვლება.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
„ტრაგედიის მასშტაბები საშინელია. ყოველი რიცხვის უკან ადამიანის სიცოცხლე დგას, ოჯახი, რომელმაც საყვარელი ადამიანები დაკარგა ან ჯერ კიდევ ელოდება საყვარელი ადამიანების შესახებ ინფორმაციას“, – აღნიშნა სემიკინმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ ზაპოროჟიეს ოლქში, კომიშუვახაში მდებარე სკოლა დაბომბეს, სადაც ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდებოდა.

