ახალი ამბები მთავარი

“ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი ზონის” წევრებმა პარლამენტთან აქცია მოაწყეს

​პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლის შესახებ კანონის განხილვა გააპროტესტეს.

“ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი ზონის” წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მოაწყეს და პარლამენტს მოუწოდეს არსებული ფორმით კანონი არ მიეღო.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას სურს აღნიშნული კანონით კონტროლი მოიპოვოს საკონსტიტუტციო სასამართლოზე, რაც რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. დღევანდელ პლენარულ სესიაზე ორგანულ კანონპროექტს 81 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

იტვირთბა....