საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს ეხმაურება “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოც”.
საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია წერილში ჩამოაყალიბა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი აზიანებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ინტერესებს და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
მათი განცხადებით, პროცესი გაუმჭვირვალედ წარიმართა, რადგან პირველი მოსმენით განხორციელებული ცვლილებები და მეორე მოსმენაზე დაყენებული ახალი ინიციატივები კომიტეტის სხდომამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არი იყო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, საპარლამენტო განხილვა მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელოს, როდესაც კანონპროექტზე სამართლებრივი დასკვნის მომზადების თხოვნით ვენეციის კომისიას მიმართავს.