საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის ის ნაწილი წარადგინა, სადაც საუბარია ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე.
ომბუდსმენის თქმით, ამ მიმართულებით გადადგმულია პოზიტიური ნაბიჯები, თუმცა მაინც რჩება პრობლემური საკითხები, ისეთი როგორიცაა: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა, ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია, ქალთა მიმართ ძალადობა.
სახალხო დამცველის ანგარიშმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები უკვე გაიარა და სესიაზე, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს წარდგება.