aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უყურადღებოდ დატოვებულ მოზარდებზე გარკვეული ჯგუფი ნადირობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელე „იმედის“ შოუ  „სხვა რაკურსში“ მოწვეული სტუმრები მოზარდების ნაწილის პრობლემას, საზოგადოებისგან გაუცხოებას და გარკვეული დაჯგუფების ჩამოყალიბებას განიხილავდნენ. გადაცემაში გაჟღერდა სკანდალური ინფორმაცია,  რომლის მიხედვითაც უყურადღებოდ დატოვებული მოზარდები იკარგებიან, მათი ბედი კი სავარაუდოდ ტრეფიკინგს, უფრო ზუსტად კი ორგანოებით ვაჭრობას უკავშირდება.

შოუს მოწვეულმა სტუმარმა ფაქტებით  ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე ეძებენ დუშეთიდან დაკარგულ მოზარდს, რომელიც სავარაუდოდ ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.

„არსებობს ჯგუფი, რომელიც აკვირდება უპატრონო, უყურადღებოდ დატოვებულ მოზარდებს. მათ ნარკოტიკებით აბრუებენ და საზღვარგარეთ გადაჰყავთ, ორგანოებით ვაჭრობისთვის.” – განაცხადა შოუს ერთ-ერთმა სტუმარმა.

გადაცემაში შეეხნენ მოზარდების დაჯგუფებას, რომლებიც სხეულის იზიანებენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიუციდამდე მიდიან.

„სხვა რაკურსის“ სტუმარმა,  ამ მოზარდებთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ მათ მშობლების ყურადღება აკლიათ.

როგორც გადაცემაში გაჟღერდა, შსს მუდმივად ახორციელებს ძიებას ამგვარ საკითხებზე, თუმცა პრობლემა უფრო მასშტაბურია, ვიდრე საგამოძიებო ორგანოებამდე მიღწეული ინფორმაცია.

იტვირთბა....