პროექტ “იქს ფაქტორის” სკანდალური კონკურსანტი, მარიამ ტუღუში, მეტსახელად მალიბუ, ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ადამიანებისგან აგრესია მისი განსხვავებულობის გამო, 13 წლისამ იგრძნო:
” ხალხისა და ნათესავებისგან ჩემ მიმართ აგრესია წამოვიდა. 13 წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ უნდა მემუშავა, რამაც ბევრი გააღიაზიანა, მამაშენი ცოცხალი რომ იყოს, შენგან ეს არ მოეწონებოდაო. 10 წლამდე სხვანაირი ბავშვი ვიყავი, ტაძარში ვგალობდი, ახლაც მორწმუნე ვარ, არადა ტატუები რახან მაქვს, ყველას ათეისტი ვგონივარ.
უმამოდ გავიზარდე. როცა ვხედავდი, დედა ჩემ გამო რამდენს აკეთებდა, პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა. მინდოდა, გვერდით დავდგომოდი.
მამა რომ გარდამეცვალა, 1 წლის ვიყავი, დედა კი 31 წლის იყო. სრულიად მარტომ გამზარდა. საბავშვო ბაღში პედაგოგად მუშაობდა და 14 ლარი ჰქონდა ხელფასი. არაფერს მაკლებდა, მაგრამ ერთი ფაქტი დღესაც მახსოვს. 5-6 წლის ვიყავი, მაღაზიასთან ჩავიარეთ და დედას ბანანი მოვთხოვე. ფული არ მაქვსო, მითხრა და ტირილი დაიწყო. მისი ცრემლები არასოდეს დამავიწყდება.
როცა რაღაც არ გამომდის, სულ ის მახსენდება, რომ დედამ ჩემთვის უამრავი რამ გააკეთა და ეს სტიმულს მაძლევს. დედა ჩემთვის გმირი ქალის იდეალია, მინდა მისნაირი ვიყო”, – აღნიშნავს ტუღუში.

