ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ამიხსენით, რატომ მაჯარიმებთ“: ნიკა გვარამია მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლემ ნიკა გვარამია სასამართლოს უპატივცემულობის მოტივით 500 ლარით დააჯარიმა, – ამის შესახებ ტელეკომპანია.  სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ პროცესი მიმდინარეობს.

„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე 2 შუამდგომლობა დააყენა. ის სასამართლო პრეცესის გადადებას ითხოვს, რადგან ტელეკომპანია საქართველოს ყადაღაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. გვარამიას თქმით, ეს გარემოება ხელს უშლის მხარის პოზიციის ჩამოყალიბებას.

„ამიხსენით, რატომ დამაჯარიმებთ, რომ მეორეჯერ იგივე არ გავიმეორე“ – ჰკითხა გვარამიამ მოსამართლეს, რომელმაც განჩინებისკენ მიუთითა.

„რუსთავი 2-ის“ დირექტორმა ასევე მოითხოვა სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის აცილება. გვარამიას განმარტებით მოსამართლე ნაზღაიძე „რუსთავი 2-ის“ მხარეს ზღუდავს და აზრის დამთავრების საშუალებას არ აძლევს.

სამაუწყებლო კომპანია აპროტესტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან „რუსთავი 2“-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ტელეკომპანიის ადვოკატები ასევე ასაჩივრებენ ურთმელიძის რამდენიმე განჩინებას.

იტვირთბა....