თურქეთში, იარბაქირთან აფეთქების შედეგად თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი მებრძოლი დაიღუპა და 17 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარიი ინფორმაციით, „ქურთების მუშათა პარტიის“ მიერ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების სამიზნეს თურქეთის ძალოვანი უწყება წარმოადგენდა. აფეთქების შედეგად ათობოთ საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
მიმდინარე წელს თურქეთში რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებების ორგანიზატორი ძირითადად „ქურთების მუშათა პარტია“ და რადიკალი ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” იყო.