თამაზ მეჭიაურს არასოდეს დავპატიჟებ სახლში ჩემი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უმრავლესობის წევრის განცხადებას, რომ ”ქალი უნდა იყოს კუხნაში“, თუმცა, თინა ხიდაშელის ადგილი იქაც არ არის”.
”თუ ოდესმე ამის სურვილი გამიჩნდება, თუმცა არ ვიცი ოდესმე თუ ასეთი დღე დადგება, სახლში გავუგზავნი ჩემ გაკეთებულ საჭმელს და ობიექტურ შეფასებას მისცემს. ჩემს სახლში, ალბათ, არასდროს დავპატიჟებ ჩემი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად”. – განაცხადა ხიდაშელმა ”პირველთან“”- თან საუბარში.