პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ახალ გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თავად არჩეული იქნება ”ქართული ოცნების” ლიდერად.
”თუ მე ვიქნები არჩეული ”ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ამით უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.