საზოგადოება

მილიარდერის ფრაზები, რომელიც ქირით ცხოვრობს

ჩაკ ფინი-არც ისე ცნობილი მილიარდერია. მისი ქონება 7, 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამის მიუხედავად ფინის არც თვითმფრინავი და არც იახტა ჰყავს. ის ხშირად ქირით ცხოვრობს და ჩვეულებრივ ტურისტში ადვილად აგერევათ. ამ ადამიანის უკან, მისი უსასყიდლო ქველმოქმედებითი პროექტებით სავსე, ყველასათვის უცნობი ისტორია იმალება.

ამ ადამიანის რამდენიმე ბრძნულ ფრაზაა:

მე მივხვდი, რომ ბევრად უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს ფულის კეთილ საქმეებში ჩადება, ვიდრე საბანკო ანგარიშების შევსება. მსიამოვნებს, როცა ჩემი ნაჩუქარი ფულით მორიგი ჰოსპიტალი შენდება.

ვერ გეტყვით, რომ ფული არ მიყვარს, მე უბრალოდ მჭირდება იმდენი, რამდენიც შემიძლია დავხარჯო.

არ ღირს სიბერის ლოდინი იმისთვის, რომ შენი ფული ქველმოქმედებაში ჩადო. ჯობია ამის კეთება ადრე დაიწყო, სანამ დრო და ენერგია გაქვს, რათა ამან სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს.

მდიდრებს განსაკუთრებული ვალდებულებები გაგვაჩნია. მე სხვებს ვერ ვუბრძანებ, თუ როგორ უნდა დახარჯონ საკუთარი ფული, მხოლოდ ვურჩევ: დახარჯეთ სწორად.

 

რატომ არ მყავს იახტა? მე ზღვაში თავს ცუდად ვგრძნობ.

რა საჭიროა ბიზნეს-კლასით ფრენა? უფრო მალე ჩაფრინდები?

თუ დროის გაგება შემიძლია 15 დოლარიანი საათით, გეკითხებით: რისთვის მჭირდება “როლექსი”?

როცა ბევრი ფული გაქვს, მასშტაბური პრობლემების გამოსწორებით უნდა იყო დაკავებული. და თუ წაგების რისკი დიდია, შენ მაინც უნდა ეცადო გადაჭრა ისინი.

სინამდვილეში უიღბლობა არ არსებობს. ერთი გადაჭრილი პრობლემა მილიონობით ადამიანს უშველის.

როცა მე რაღაცა გამომდის, მე თავს ბედნიერად ვგრძნობ, როცა ვერ გამომდის-პირიქით, მაგრამ მე არასოდეს ვნებდები.

argumenti.ge

იტვირთბა....