მსოფლიო ლიდერები ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და კორუფციის აღმოფხვრის მექანიზმებზე მსჯელობენ – ლონდონში 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახური წერს.
სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 40 ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობს, რომელთა შორის იმყოფებიან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი, მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და სხვები.
სამიტის ერთ-ერთი თემატური პანელის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს სიტყვით მიმართავს. სამიტზე იმყოფება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
სამიტში მონაწილე ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.